კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა. კახეთის რეგიონი საქართველოს აღმოსავლეთით მდებარეობს და საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია . მოსახლობის რაოდენობა 400 ათასს აღემატება. კახეთს ორ ნაწილად ჰყოფს ცივ-გომბორის ქედი, საიდანაც დასავლეთით ივრის, აღმოსავლეთით კი ალაზნის ველის იშიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება: აქ ერთმანეთის გვერდიგვერდაა კავკასიონის თოვლიანი მთები, ულამაზესი ვაკეები და ველ-მინდვრები. მრავალფეროვან ბუნებრივ ლანდშაფტს ორგანულად ერწყმის ქართული არქიტექტურის უნიკალური ნიმუშები.
კახეთის რეგიონალური ცენტრია თელავი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ უძველესი ქალაქია. თელავის ადგილზე ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა დასახლებები, ხოლო მის შესახებ პირველი ჩანაწერები გვხვდება ბერძენი სწავლულის, პტოლემეოსის ჩანაწერებში ჩვენი წელთაღრიცხვის მე-II საუკუნეში. საქართველოს არსებობის მანძილზე, კახეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში.
კახეთი ვაზის სამშობლოა. მხარეში ვენახებს საერთო ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. კახეთშია მეღვინეობის ისეთი ცნობილი მიკროზონები, როგორებიცაა: წინანდალი, თელიანი, ნაფარეული, ვაზისუბანი, მუკუზანი, ახაშენი,გურჯაანი, კარდენახი, ტიბაანი, ქინძმარაული, მანავი, ენისელი, გრემი. კახეთშია განთავსებული საქართველოში ღვინის უმსხვილესი კომპანიები: ბადაგონი, თელავის ღვინის მარანი, თელიანი ველი, კორპორაცია ქინძმარაული, მილდიანი, ქინძმარაულის მარანი, შუმი, წინანდლის ძველი მარანი, ჯი-ვი-ესი, და სხვ.